საყვარელი მუსიკა · შე-მე-ქმედება

No Clear Mind-Mets

ძვირფასო კაილ, ჯო, სიუ, ჯეკ, დანიელ, ბრუს, ჰექტორ, ბეატრის თუ ვინც ხარ. გიკავშირდები სადღაციდან. გამოკეტილი. ყველაფერი მოტეხილი მაქვს, უფრო სწორად ბევრი რამ. ტვინი შერყეული მაქვს და მგონი ამნეზიაც დამემართა, რადგან აღარ მახსოვს ვის უნდა მივმართო. აღარც ის მახსოვს, რატომ დავიწყე ამ წერილის ტექსტზე ფიქრი და რის თქმას ვაპირებდი. უკვე ისიც დამავიწყდა წინ რა წინადადება ვიფიქრე… Continue reading No Clear Mind-Mets

შეხედულებები · ცოტა ჩემზეც

მოლაპარაკე მწერლები არ არსებობენ

სვიტრის სახელოები ავიწიე, მკლავები მოვიშიშვლე და დავიკაპიწე. სულ ასე ვაკეთებ. ჩემი და არამხოლოდ ჩემი ჟესტია, როცა რაიმე მნიშვნელოვანის კეთებას ვიწყებ. თუმცა არის მომენტები, და უფრო ხშირიც, როცა სახელოებს თითებამდე ჩამოვიქაჩავ ხოლმე და ისე დავდივარ. თუკი, ჯიუტად ჯიბეში მილაგია ხელები და საერთოდ არ ცივა-ანუ საჭიროება არაა ჯიბეში ხელების ქონის, ეს იმაზე მეტყველებს , რომ  არაფერს, დედამიწაზე… Continue reading მოლაპარაკე მწერლები არ არსებობენ

წიგნთაგან დატოვილი შთაბეჭდილებები

არც ევა, არც ადამი-ამელი ნოტომი

ეძღვნება თინას. ადრეც დავწერე და გავმეორდები. ამელი ის მწერალია, რომელსაც შეუძლია გადამარჩინოს ისეთი კრიზისებისგან, როცა არც წიგნის კითხვა,არც ფილმის ჩართვა, არც ნახევარსაათიანი გასეირნება არ მინდა. რამდენი მისი წიგნიც არ წავიკითხე, ბოლოსკენ ყველა მათგანთან დილემის წინაშე აღმოვჩნდი. არ მინდოდა დამესრულებინა. არადა ამელის წიგნები სულაც არაა სქელი და აუარებელი სიდიდისები, რომანიც კი ძნელად შეიძლება უწოდო მათ, რადგან… Continue reading არც ევა, არც ადამი-ამელი ნოტომი

მეგობრები და სხვანი

ის N4

2015 წელი. რაღაცები შეიცვალა, იდეები-არა. მე არ ვიცი. მე არ ვიცნობ. მე უბრალოდ მიხარია ის.რომ არის სადღაც. რომ არსებობს. რომ სუნთქავს. რომ უყურებს,ფიქრობს გრძნობს,სძინავს ღვიძავს. ჩემი ფანჯრებიდან წვიმს.მე გავხდი ფლუვოფილი.მასთან წვიმა მაკავშირებს თითქოს. ნეტავ თუ უყურებს იმ წვიმას,რომელსაც მე ვუყურებ. მისთვის წვიმაა წვიმა უბრალოდ თუ რაღაც სხვა. ჩემთვის წვიმაა რაღაც სხვა.ვიპოვო ადგილი,რომელიც ნაპოვნია და შევეფარო.ჩემი… Continue reading ის N4

ისე · შეხედულებები

უიმედობა გულისა (საახალწლო)

შუადღის 2 საათზე გავიღვიძე. ვიდრე მთლიანად ამ სამყაროს დავუბრუნდებოდი, საბანი წავიფარე, კარგად ჩავიფუთნე და ისევ დავაძალე თავს დასძინებოდა, ეს შეუძლებელი იყო, რადგან ჩემს ყურს ოჯახის წევრების, სახლის, ხმაურის ხმები მისწვდა და საბოლოოდ დამიფრთხო ყველა მომდევნო სიზმარი და ფიქრი. ბოლოს როგორც იქნა ავდექი და ისე, როგორც ყოველდღე, პირველად კარმასთან დავიწყე საბნიდან გადმოყოფილი შიშველი მუხლების გათბობა. თან… Continue reading უიმედობა გულისა (საახალწლო)

ისე · შე-მე-ქმედება · შეხედულებები

Enter The Void

გაიჯახუნე კარი და  გავარდი.  სახეში შეაფურთხე ისე, რომ მთელი შენი ბოღმა ნერწყვებში ჩატიო და მათმა კანმა შეიხოცოს. ნუღარ ამეცადინებ სახეს გამომეტყველებებზე- ნასიამოვნები და თბილი ემოცია ეხატოთ.  ჩალეწე ბევრი მინა.  გადაირბინე იმდენ წითელზე, ვიდრე ყველა ქუჩას სიგნალები არ გააყრუებს- გაბმული, მაგინებელი სიგნალები, შენსკენ მომართული.  გატოპე ყველა წუმპე.  გადაჯღაბნე ყველა შენი სკოლისდროინდელი საშინაო დავალების რვეული, შესრულებული დავალება… Continue reading Enter The Void

მეგობრები და სხვანი

ალბათ სწორედ შენ არ წაიკითხავ, მაგრამ

იქნებ შემთხვევით დაგეჭიროს და თვალი გაგექცეს უცებ. იქნებ გაგახსენდეს აქაურობა, ვიცი არ გახსოვს დიდად. იქნებ აღარ ადუღდეს ჩაიდანი მაშინ, როცა ჩემი ნაწერის კითხვას დაიწყებ, ანდა თავიდანვე არ დაიღალო და ჩაამთავრო. არა, რა სისულელეა, არა არა, არ მაქვს იმედები, როცა ვწერ სიტყვას “იქნებ”. იმედზე მეტად  შემთხვევითობების მჯერა, მაგრამ შინაგანი მე მაინც იმას მეუბნება, რომ ეს შემთხვევითობაც… Continue reading ალბათ სწორედ შენ არ წაიკითხავ, მაგრამ