ისე · შეხედულებები

უიმედობა გულისა (საახალწლო)

შუადღის 2 საათზე გავიღვიძე. ვიდრე მთლიანად ამ სამყაროს დავუბრუნდებოდი, საბანი წავიფარე, კარგად ჩავიფუთნე და ისევ დავაძალე თავს დასძინებოდა, ეს შეუძლებელი იყო, რადგან ჩემს ყურს ოჯახის წევრების, სახლის, ხმაურის ხმები მისწვდა და საბოლოოდ დამიფრთხო ყველა მომდევნო სიზმარი და ფიქრი. ბოლოს როგორც იქნა ავდექი და ისე, როგორც ყოველდღე, პირველად კარმასთან დავიწყე საბნიდან გადმოყოფილი შიშველი მუხლების გათბობა. თან… Continue reading უიმედობა გულისა (საახალწლო)

ისე · შე-მე-ქმედება · შეხედულებები

Enter The Void

გაიჯახუნე კარი და  გავარდი.  სახეში შეაფურთხე ისე, რომ მთელი შენი ბოღმა ნერწყვებში ჩატიო და მათმა კანმა შეიხოცოს. ნუღარ ამეცადინებ სახეს გამომეტყველებებზე- ნასიამოვნები და თბილი ემოცია ეხატოთ.  ჩალეწე ბევრი მინა.  გადაირბინე იმდენ წითელზე, ვიდრე ყველა ქუჩას სიგნალები არ გააყრუებს- გაბმული, მაგინებელი სიგნალები, შენსკენ მომართული.  გატოპე ყველა წუმპე.  გადაჯღაბნე ყველა შენი სკოლისდროინდელი საშინაო დავალების რვეული, შესრულებული დავალება… Continue reading Enter The Void

ისე · შეხედულებები · ცოტა ჩემზეც

ხმებსა და ფიქრებზე

მინდა ყველაფერი ჩავაჩუმო. თევზის ლივლივი პატარა,მრგვალ აკვარიუმში, რომელიც მესმის, ლეპტოპის სპეციფიური ზუზუნი, შტეფსელში შეერთებული დამტენის ხმა, ტელეფონის ბზუილი როცა კი ფეისბუქიდან რაიმე შეტყობინება მომდის. საათის წიკწიკი, ტელევიზორის გაბმული ხმა. იუთუბზე ჩართული მუსიკა, მეზობლების ყვირილი ქვედა სართულიდან, ძაღლების ყეფვის ხმა გარედან, დუღილს მიტანებული ჩაიდანის თუხთუხი, გამათბობლის გუგუნი, ბებიაჩემის უკმაყოფილო ხმა. მე ყველა მათგანს ვაჩუმებ. მე მართლა… Continue reading ხმებსა და ფიქრებზე

ისე · საყვარელი მუსიკა · შეხედულებები

დღეს არავის გახსენებია “ცივი ოქტომბერი”

დღეს 23ია,რაღაცნაირი დღე მიიწურა, თან ციოდა თან არა, თან წვიმდა,თან არა, თან მზე აჭყიტავდა,თან არა. ამინდს ვერ გადაეწყვიტა როგორი ყოფილიყო,ყველაფერი მოსინჯა და ამ მოსინჯვა მოსინჯვაში მოვწყინდით კიდეც და წავიდა, ჩაგვაბნელა და ჩვეულებისამებრ ქარი მოიხმო. დღეს არავის გახსენებია ჩემი ბლოგი, არც ვინმეს დასჭირვებია და გუგლში საძიებო სიტყვად ჩაუწერია რომელიმე ჩემს მიერ წაკითხული წიგნის ან ნანახი ფილმის… Continue reading დღეს არავის გახსენებია “ცივი ოქტომბერი”

ისე · შეხედულებები · ცოტა ჩემზეც

წუთიერი დღიური-პარაგრაფი

დღეს კოკამ ჩამიარა გვერდზე, მე შევუღიმე და ჩავთვალე რომ ეს საკმარისი იყო მისასალმებლად,მაგრამ ის ჩემსკენ წამოვიდა და როგორც ხდება ხოლმე სალმის აღსანიშნავად ლოყაზე ლოყა მომადო. კიდევ ჩემთვის ერთი- ორ არასასიამოვნო ადამიანთან მომიწია მისალმებამ. სალამი კი ღვთისაა მაგრამ სადაა ღმერთი. სალამი ზრდილობისაა, მაქვს კი ზრდილობა? აშკარად ვცდილობ რომ ვიქონიო მაგრამ დამღლელია ეს ზრდილობიანი ღიმილები,როგორ ხარები როცა… Continue reading წუთიერი დღიური-პარაგრაფი

ისე · შეხედულებები

წერაზედ

ზოგჯერ წერა საშველია, იმ გამოუვლობის გადაცურვაა შენი თავი რომ გიქმნის,  ჩარაზული დიდი კარიბჭის გარღვევაა, თვალუწვდენელი მწვერვალის გადალახვაა, კლდიდან კდლეზე გადახტომაა, ბეწვის ხიდზე გავლაა. წერა ბევრი რამეა, შენს თავში ვერდატეულის გადმოფურთხებაა. სიტყვებით აწყობილი მძივია,რომელიც ან გამოვა ან ვერა, ან მოუნდება ვინმეს შებმა, ან მუდმივად სადმე მოფარებულში გდებით გაიხრწნება.წერა საჩუქარიცაა და ტანჯვაც. გააჩნია რა გვახარებს და რა… Continue reading წერაზედ

ისე · საყვარელი მუსიკა · ცოტა ჩემზეც · Uncategorized

ლაპარაკი საკუთარ თავთან, ან მასთან თუ ვინმე მოისმენს

  სათაურს ყოველთვის ბოლოს ვარქმევ პოსტს. ახლა ვცადე პირიქით მექნა და ვერაფერი მომივიდა თავში დასაწერად. რაღაცნაირ ჩუმ აღმაფრენას განვიცდი შიგნიდან,თითქოს რაღაც მოხდება,რაღაც კარგი და მე უნდა სათანადოდ შევხვდე. არ ვფიქრობ ამაზე, შეგრძნებაა და შეგრძნებებს არ ვუღრმავდები არც ჩემს მთლიან არსებას იპყრობენ ისინი. კარგია თუ ეს შეგრძნებაც გამართლდება. ჩემს ქალაქში თოვლი არ მოდის. ეს მახარებს ,… Continue reading ლაპარაკი საკუთარ თავთან, ან მასთან თუ ვინმე მოისმენს

ისე · შეხედულებები · ცოტა ჩემზეც

დაუმთავრებელი პოსტი

ბევრი მინდა დავწერო და ზოგჯერ ძალიან ცოტა,ლაკონიურობით შემოვუფარგლო,და ზოგჯერ არავითარი მოვლენა თუ სუბიქეტი პასუხის ღირსი არ გავხადო. მაგრამ მიწევს ლაპარაკი. ის დრო მენატრება,დიდად არაფრად რომ მთვლიდნენ და არც აზრს მეკითხებოდნენ,არც ჩემი შეხეულება აინტერესებდათ.მე ცალკე ვიყავი,ერთი იმდენი გაკვეთილების ჩასანიშნად დაერეკათ ან დაბადების დღეში დავეპატიჟე,ისიც თუკი მთელ კლასს პატიჟებდნენ.საერთოდ ჩემს თავდაპირველ კლასთან მწყრალად ვარ როცა ვიხსენებ,და ასეთ… Continue reading დაუმთავრებელი პოსტი

ისე · საყვარელი მუსიკა

Ne me quitte pas

სიჩუმესა და სიცარიელეში ერთმანეთია, რომელიც არც ერთს აძლევს უფლებას იდგეს სრული სიჩუმე ან მოხვდე სრულ სიცარილეში.ანუ სიჩუმეს და სიცარილეს ჰყავთ ერთმანეთი. ორი სხვადასხვა ცნება ერთიანობაში. მე მე მყავს. ჩემი მე და მეც ალბათ ორი სხვადასხვა ცნება ვართ. Ne me quitte pas Salome. ვუსმენ ბრელს.ვიხსენებ ლამაზ ადამიანს.მის.ისტორიას და არჩევანს. ვცდილობ დამთხვევებს და შემთხვევებს საწყისი მოვიძებნო,და ეს… Continue reading Ne me quitte pas

ისე

უძილო

რა უნდა უძილოს. არც რა. ნამდვილად არარა. დამიჯერეთ. თუკი რამე მოუნდა-ჭამა, ტუალეტი,წყალი,ეს ისეთი მოუთოკავი მოთხოვნილება იქნება,როგორიც მაგალითად თვალების ხამხამია,რომ ვერ გააკონტროლებ,დაუდარაჟდები ან თავს აიძულებ არ მოგინდეს. ხოდა უძილოს მხოლოდ სხეულებრივი მოთხოვნილებები უკაკუნებენ უძილობისას..სხვა არაფერი, არავითარი,ფიქრი თუ აზრი რაიმე მაღალმატერიული,მაღალორგანიზებული გონებისთვის,დახვეწილი სულისთვის თუ კიდევ რა სისულეეებსაც არ უნდა უწოდებდნენ თავისთავად მოთხოვნილებებს ცოტათი უფრო ნაკითხ ადამიანთ რომ… Continue reading უძილო